654cb32480292
654cb32480292
654cb32480292
654cb32480292
654cb32480292
654cb32480292
654cb32480292
654cb32480292

ყავის აპარატი WMF 8000S + COOLER

0 შეფასებები

WMF 8000S არის პროფესიონალური, მაღალი წარმადობის ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც განკუთვნილია სასტუმროებისთვის, კაფე-რესტორნებ...მეტის ჩვენება

6000.00₾

რაოდენობა

გაზიარება:

WMF 8000S არის პროფესიონალური, მაღალი წარმადობის ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც განკუთვნილია სასტუმროებისთვის, კაფე-რესტორნებისთვის, დიდი ოფისებისთვის, ბიზნეს-ცენტრებისა და სხვა კომერციული სივრცეებისთვის. აპარატი ამზადებს როგორც შავი, ისე რძიანი ყავის სასმელების ფართო არჩევანს და შესაბამისი კონფიგურაციით შესაძლებელია ცხელი შოკოლადის თუ სხვა სახეობის სასმლის მომზადებაც.

აქვს მაღალი წარმადობა, 2 საფქვავი, ავტომატური რძის სისტემა, მოცულობითი კონტეინერები და სენსორული ეკრანი, ამიტომ WMF 8000 S ეფექტურია ინტენსიური გამოყენებისთვის. აპარატზე ასევე შესაძლებელია გადახდის სისტემის დამატება, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას თვითმომსახურებისა და ვენდინგის ფორმატში.

 

WMF-ის რძის მაცივარი განკუთვნილია ავტომატურ ყავის აპარატთან ეფექტური მუშაობისთვის. ის ინარჩუნებს რძეს ოპტიმალურ დაბალ ტემპერატურაზე და უზრუნველყოფს მის ავტომატურ მიწოდებას ყავის აპარატში, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია კაპუჩინოს, ლატესა და სხვა რძიანი სასმელების სწრაფად მოსამზადებლად.

 

აპარატის ტექნიკური მახასიათებლები:

 

ტიპი — პროფესიონალური ავტომატური ყავის აპარატი

ყავის ტიპი — მარცვლოვანი

საფქვავები — 2

კონტეინერები — 4 (2 დიდი ყავის მარცვლის კონტეინერი — თითო დაახლოებით 1.1–1.15 კგ, 1 პატარა ყავის მარცვლის კონტეინერი — დაახლოებით 0.7–0.73 კგ, დამატებით შესაძლებელია ფხვნილის კონტეინერი (Choc/Topping) — დაახლოებით 1.2 კგ.)

რძის სისტემა — მუშაობს ნატურალურ რძეზეც და ფხვნილზეც

სასმელები — დიდი არჩევანი. ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ლატე მაკიატო, ცხელი შოკოლადი და სხვა სასმელები. დამოკიდებულია კონფიგურაცაიზე.

მართვა — სენსორული ეკრანი

წარმადობა — 270 ჭიქა / სთ

წყლის მიწოდება — შესაძლებელია პირდაპირი მიერთება წყლის ქსელზე

გადახდის სისტემა — შესაძლებელია დამატება

ზომები — 390 × 598 × 744 მმ

წონა — 75 კგ

ელექტრო კვება — 220–240 V ან 380–415 V, კონფიგურაციის მიხედვით

სიმძლავრე — 3.4–3.8 kW ან 6.0–7.0 kW, კონფიგურაციის მიხედვით

სიხშირე — 50/60 Hz