






Rheavendors Luce X2 TouchTV არის იტალიური ბრენდის პროფესიონალური ცხელი სასმელების ვენდინგ აპარატი, რომელიც მუშაობს მარცვლოვან ყავასა და ხსნად პროდუქტებზე. აპარატი აღჭურვილია 22-დუიმიანი სენსორული ეკრანით და მომხმარებელს სთავაზობს 24-მდე სასმელის არჩევანს. განკუთვნილია ოფისებისთვის, ბიზნეს-ცენტრებისთვის, უნივერსიტეტებისა და სხვა მაღალი დატვირთვის მქონე ლოკაციებისთვის. აქვს ინტეგრირებული ყავის საფქვავი, პროგრამირებადი სასმელების მენიუ და ჭიქების ავტომატური გაცემის სისტემა. შესაძლებელია მისი მუშაობა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გადახდის სისტემით.
ტექნიკური მახასიათებლები:
ტიპი — ცხელი სასმელების ვენდინგ აპარატი
ბრენდი — Rheavendors
მოდელი — Luce X2 TouchTV Espresso
ყავის ტიპი — მარცვლოვანი და ხსნადი
სასმელების არჩევანი — 24
ეკრანი — 22-დუიმიანი სენსორული LCD
ყავის საფქვავი — ინტეგრირებული
პროდუქტის კონტეინერები — მაქს. 9
მიქსერები — მაქს. 4
ბოილერები — 2
ყავის მარცვლების კონტეინერი — 3.6 კგ (ერთი საფქვავით); 2 × 3 კგ (ორი საფქვავით)
ჭიქების ტევადობა — ჭიქის ზომისა და დისპენსერის კონფიგურაციის მიხედვით
ჭიქების გაცემა — ავტომატური
მართვის სისტემა — სენსორული ეკრანი
წყალმომარაგება — ცენტრალური წყლის ქსელი
ზომები (სიგანე × სიმაღლე × სიღრმე) — 640 × 1830 × 705 მმ
წონა — 173 კგ
ელექტრომომარაგება — 230 V – 50/60 Hz
სიმძლავრე — 3170 W
ფერი — შავი / თეთრი
გადახდის სისტემის ინტეგრირება — შესაძლებელია
უპირატესობები:
22-დუიმიანი სენსორული ეკრანი — უზრუნველყოფს სასმელების მარტივ არჩევას, ხოლო ინტერაქტიული ინტერფეისი საშუალებას იძლევა ეკრანზე განთავსდეს სარეკლამო და საინფორმაციო მასალა. 24-მდე სასმელის არჩევანი — შესაძლებელია ესპრესოს, ამერიკანოს, კაპუჩინოს, ლატეს, ცხელი შოკოლადისა და სხვა ცხელი სასმელების შეთავაზება. ESPRESSO სისტემა — ინტეგრირებული საფქვავი უზრუნველყოფს ყავის მარცვლების დაფქვას სასმელის მომზადების წინ. სხვადასხვა ზომის ჭიქების მხარდაჭერა — შესაბამისი კონფიგურაციით შესაძლებელია განსხვავებული ზომის ჭიქების ავტომატური გაცემა. პროგრამირებადი მენიუ და დისტანციური მართვის შესაძლებლობა — სასმელების რეცეპტების მორგება და დამატებითი საკომუნიკაციო მოდულებით აპარატის მონიტორინგი ამარტივებს ყოველდღიურ მომსახურებას.
ნაღდი და უნაღდო გადახდა:
იღებს და აბრუნებს ყველა ქართულ ხურდას.
ქაღალდის ფულის მიმღები (250$)
აპარატს აქვს უნაღდო გადახდის შესაძლებლობა
VEND PAY უკონტაქტო გადახდის აპლიკაცია (iOS, Android)
ელექტრონული აუდიტის სისტემა და მრიცხველები — აპარატის სისტემა იძლევა გაყიდვებისა და მუშაობის მონაცემების აღრიცხვის შესაძლებლობას.