








ყავის აპარატი
Rheavendors Lazio Touch ES7 არის იტალიური ბრენდის პროფესიონალური ცხელი სასმელების ვენდინგ აპარატი, რომელიც მუშაობს მარცვლოვან ყავასა და ხსნად პროდუქტებზე. აპარატს აქვს 18 სენსორული სასმელის არჩევის ღილაკი და განკუთვნილია მაღალი დატვირთვის მქონე ლოკაციებისთვის. აპარატი აღჭურვილია ყავის მარცვლების საფქვავით, ხსნადი ინგრედიენტების მომზადების სისტემით, 300 ჭიქისა და 450 მოსარევი ჩხირის ტევადობით. ასევე აქვს ჭიქებისა და მოსარევი ჩხირების ავტომატური გაცემის სისტემა, სენსორული მართვის პანელი და ვიდეომონიტორი. შესაძლებელია მისი მუშაობა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გადახდის სისტემით.
ტექნიკური მახასიათებლები:
ტიპი — ცხელი სასმელების ვენდინგ აპარატი
ბრენდი — Rheavendors
მოდელი — Lazio Touch ES7
ყავის ტიპი — მარცვლოვანი და ხსნადი
სასმელების არჩევის ღილაკები — 18 სენსორული
ყავის საფქვავი — ინტეგრირებული
ხსნადი ინგრედიენტების სისტემა — ინტეგრირებული
ჭიქების ტევადობა — 300 ცალი
მოსარევი ჩხირების ტევადობა — 450 ცალი
ჭიქებისა და მოსარევი ჩხირების გაცემა — ავტომატური
მართვის სისტემა — სენსორული ღილაკები და ვიდეომონიტორი
წყალმომარაგება — ცენტრალური წყლის ქსელი
ზომები (სიგანე × სიმაღლე × სიღრმე) — 600 × 1820 × 700 მმ
წონა — 170 კგ
ელექტრომომარაგება — 230 V – 50 Hz
სიმძლავრე — 1800 W
ფერი — ვერცხლისფერი
გადახდის სისტემის ინტეგრირება — შესაძლებელია
სნეკის აპარატი
Rheavendors Luce Zero Snack / SnackBar არის იტალიური წარმოების პროფესიონალური სნექებისა და ცივი სასმელების ვენდინგ აპარატი, რომელიც გამოირჩევა დიდი ტევადობით, მოქნილი პროდუქტის განლაგებითა და საიმედო მუშაობით. აპარატი განკუთვნილია ოფისებისთვის, ბიზნეს-ცენტრებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, საწარმოებისთვის, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა მაღალი დატვირთვის მქონე სივრცეებისთვის. მომხმარებელს სთავაზობს 56-მდე პროდუქტის არჩევანს, ხოლო მისი ჯამური ტევადობა შეადგენს 1120-მდე პროდუქტს (პროდუქციის ზომისა და შეფუთვის მიხედვით). აპარატი აღჭურვილია 8-მდე რეგულირებადი თაროთი, Flexspir® სპირალური სისტემით, გაგრილების სისტემითა და პროდუქტის გაცემის კონტროლის FTCA სენსორით. შესაძლებელია სხვადასხვა ზომის სნექების, შოკოლადების, საკონდიტრო ნაწარმის, ბოთლებისა და ქილების განთავსება. აპარატზე შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გადახდის სისტემების ინტეგრირება.
ტექნიკური მახასიათებლები:
ტიპი — სნექებისა და ცივი სასმელების ვენდინგ აპარატი
ბრენდი — Rheavendors
მოდელი — Luce Zero Snack / SnackBar
წარმოშობის ქვეყანა — იტალია
პროდუქტის არჩევანი — 56-მდე
ჯამური ტევადობა — 1120-მდე პროდუქტი
თაროების რაოდენობა — მაქს. 8
სპირალების რაოდენობა თითო თაროზე — მაქს. 7
პროდუქტის გაცემის სისტემა — სპირალური
სპირალების ტიპი — Flexspir® რეგულირებადი სისტემა
თაროების სიმაღლის რეგულირება — შესაძლებელია
გაგრილების სისტემა — ინტეგრირებული
ტემპერატურის რეჟიმი — საკვები პროდუქტების ზონაში +3°C (ზონალური გაგრილება)
პროდუქტის გაცემის კონტროლი — FTCA ოპტიკური სენსორი
ეკრანი — 4.3-დუიმიანი LCD
მართვის სისტემა — 12 სენსორული ღილაკი
შიდა განათება — LED
ზომები (სიგანე × სიმაღლე × სიღრმე) — 795 × 1830 × 840 მმ
წონა — 250 კგ
ელექტრომომარაგება — 230 V – 50/60 Hz
სიმძლავრე — 650 W
ფერი — შავი / თეთრი წინა პანელით
გადახდის სისტემის ინტეგრირება — შესაძლებელია
ნაღდი და უნაღდო გადახდა:
ქართული მონეტების მიღებისა და ხურდის დაბრუნების შესაძლებლობა შესაბამისი გადახდის სისტემით
ქაღალდის ფულის მიმღების ინტეგრირების შესაძლებლობა
აპარატს აქვს უნაღდო გადახდის შესაძლებლობა
VEND PAY უკონტაქტო გადახდის აპლიკაცია (iOS, Android) — დამატებითი კომპლექტაციით
ელექტრონული აუდიტის სისტემა და მრიცხველები — შესაბამისი აღჭურვილობით შესაძლებელია გაყიდვებისა და მუშაობის მონაცემების აღრიცხვა.