









WMF 8000S არის პროფესიონალური, მაღალი წარმადობის ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც განკუთვნილია სასტუმროებისთვის, კაფე-რესტორნებისთვის, დიდი ოფისებისთვის, ბიზნეს-ცენტრებისა და სხვა კომერციული სივრცეებისთვის. აპარატი ამზადებს როგორც შავი, ისე რძიანი ყავის სასმელების ფართო არჩევანს და შესაბამისი კონფიგურაციით შესაძლებელია ცხელი შოკოლადის თუ სხვა სახეობის სასმლის მომზადებაც.
აქვს მაღალი წარმადობა, 2 საფქვავი, ავტომატური რძის სისტემა, მოცულობითი კონტეინერები და სენსორული ეკრანი, ამიტომ WMF 8000 S ეფექტურია ინტენსიური გამოყენებისთვის. აპარატზე ასევე შესაძლებელია გადახდის სისტემის დამატება, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას თვითმომსახურებისა და ვენდინგის ფორმატში.
ტექნიკური მახასიათებლები:
ტიპი — პროფესიონალური ავტომატური ყავის აპარატი
ყავის ტიპი — მარცვლოვანი
საფქვავები — 2
კონტეინერები — 4 (2 დიდი ყავის მარცვლის კონტეინერი — თითო დაახლოებით 1.1–1.15 კგ, 1 პატარა ყავის მარცვლის კონტეინერი — დაახლოებით 0.7–0.73 კგ, დამატებით შესაძლებელია ფხვნილის კონტეინერი (Choc/Topping) — დაახლოებით 1.2 კგ.)
რძის სისტემა — მუშაობს ნატურალურ რძეზეც და ფხვნილზეც
სასმელები — დიდი არჩევანი. ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ლატე მაკიატო, ცხელი შოკოლადი და სხვა სასმელები. დამოკიდებულია კონფიგურაცაიზე.
მართვა — სენსორული ეკრანი
წარმადობა — 270 ჭიქა / სთ
წყლის მიწოდება — შესაძლებელია პირდაპირი მიერთება წყლის ქსელზე
გადახდის სისტემა — შესაძლებელია დამატება
ზომები — 390 × 598 × 744 მმ
წონა — 75 კგ
ელექტრო კვება — 220–240 V ან 380–415 V, კონფიგურაციის მიხედვით
სიმძლავრე — 3.4–3.8 kW ან 6.0–7.0 kW, კონფიგურაციის მიხედვით
სიხშირე — 50/60 Hz
სასმელების არჩევანი:
კონკრეტული მენიუ დამოკიდებულია აპარატის კონფიგურაციაზე. შესაბამისი რძის სისტემით WMF 8000S -ს შეუძლია მოამზადოს ესპრესო, რისტრეტო, ამერიკანო/შავი ყავა, კაპუჩინო, ლატე მაკიატო, რძიანი ყავა, ცხელი რძე და ცხელი წყალი. Instant-მოდულის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია ფხვნილზე დაფუძნებული სასმელების, მათ შორის ცხელი შოკოლადის ან სხვა სასმელების დამატებაც.