rheavendors-cino-xs-grande
rheavendors-cino-xs-grande
rheavendors-cino-xs-grande
rheavendors-cino-xs-grande
rheavendors-cino-xs-grande
rheavendors-cino-xs-grande
rheavendors-cino-xs-grande

ყავის აპარატი Rheavendors Cino XS GRande

61
0 შეფასებები

Rheavendors Cino XS Grande არის კომპაქტური პროფესიონალური ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც განკუთვნილია ოფისებისთვის, ბიზნეს-ცე...მეტის ჩვენება

4500.00₾

რაოდენობა

გაზიარება:

Rheavendors Cino XS Grande არის კომპაქტური პროფესიონალური ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც განკუთვნილია ოფისებისთვის, ბიზნეს-ცენტრებისთვის, სასტუმროებისთვის, სავაჭრო და სხვა კომერციული სივრცეებისთვის. აპარატი მუშაობს მარცვლოვან ყავაზე და ფხვნილის პროდუქტებზე, რაც საშუალებას იძლევა მომზადდეს ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ცხელი შოკოლადი და სხვა ცხელი სასმელები.

აპარატს აქვს 10-მდე სასმელის არჩევანი, ყავის საფქვავი, მარცვლოვანი ყავისა და ფხვნილის პროდუქტების კონტეინერები. შესაძლებელია როგორც წყლის ქსელზე პირდაპირი მიერთება, ასევე შესაბამისი კონფიგურაციით წყლის ავზიდან მუშაობა.

Rheavendors Cino XS Grande-ზე შესაძლებელია გადახდის სისტემის დამატებაც, რაც მას განსაკუთრებით პრაქტიკულს ხდის თვითმომსახურებისა და ვენდინგის ფორმატისთვის.

 

ტექნიკური მახასიათებლები:


ტიპი — პროფესიონალური ავტომატური ყავის აპარატი
ყავის ტიპი — მარცვლოვანი ყავა + ფხვნილის ინგრედიენტები
საფქვავი — 1
ყავის მარცვლის კონტეინერი — დაახლოებით 1 კგ
ფხვნილის კონტეინერები — 4
სასმელების არჩევანი — 10-მდე
სასმელები — ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ცხელი შოკოლადი და სხვა სასმელები, კონფიგურაციის მიხედვით (შესაძლებელია 10 დასახელების სასმელის დაყენება).
რძის სისტემა — ფხვნილის რძე / Topping
მართვა — ღილაკები და LCD დისპლეი
წყლის მიწოდება — შესაძლებელია წყლის ქსელზე პირდაპირი მიერთება ან წყლის ავზიდან მუშაობა, კონფიგურაციის მიხედვით
გადახდის სისტემა — შესაძლებელია დამატება
ზომები — 670 x 420 x 584 მმ
წონა — 34 კგ
ელექტრო კვება — 230 V, 50/60 Hz
სიმძლავრე — დაახლოებით 1.6 kW