schaerer-coffee-vito
schaerer-coffee-vito
schaerer-coffee-vito
schaerer-coffee-vito
schaerer-coffee-vito
schaerer-coffee-vito

ყავის აპარატი Schaerer Coffee VITO

0 შეფასებები

შვეიცარიული ხარისხი და მრავალფეროვანი სასმელები ერთ აპარატში. Schaerer Coffee Vito არის შვეიცარიული წარმოების პროფესიონალური, სრ...მეტის ჩვენება

3000.00₾

რაოდენობა

გაზიარება:

შვეიცარიული ხარისხი და მრავალფეროვანი სასმელები ერთ აპარატში.

 

Schaerer Coffee Vito არის შვეიცარიული წარმოების პროფესიონალური, სრულად ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც მუშაობს როგორც მარცვლოვან ყავაზე, ისე ფხვნილ ინგრედიენტებზე.

მაღალი წარმადობა, კომპაქტური დიზაინი და მრავალფეროვანი სასმელების მომზადების შესაძლებლობა. აპარატი განკუთვნილია ოფისებისთვის, ბიზნეს ცენტრებისთვის, სასტუმროებისთვის, კაფე-რესტორნებისთვის, კლინიკებისთვის, სასწავლო დაწესებულებებისა და სხვა კომერციული სივრცეებისთვის. აპარატი ამზადებს ესპრესოს, ამერიკანოსა და სხვა ყავის სასმელებს, შესაბამისი ინგრედიენტებითა და კონფიგურაციით შესაძლებელია კაპუჩინოს, ლატესა და ცხელი შოკოლადის მომზადებაც.

 

ტექნიკური მახასიათებლები:

 

წარმოება — შვეიცარია

ყავის ტიპი — მარცვლოვანი ყავა / ფხვნილი ინგრედიენტები

პროდუქტის კონტეინერები — 4 (2 მარცვლოვანი ყავისთვის + 2 ფხვნილი ინგრედიენტისთვის)

ყავის საფქვავი — 2

მარცვლოვანი ყავის კონტეინერების ტევადობა — 2 × 1.1 კგ (სულ 2.2 კგ)

ფხვნილის კონტეინერების ტევადობა — 2 × 2.3 ლ

სასმელების არჩევანი — 15-მდე პროგრამირებადი სასმელი

წარმადობა — 100 ჭიქამდე საათში

წყალმომარაგება — წყლის რეზერვუარი / წყლის ქსელზე პირდაპირი მიერთება (კონფიგურაციის მიხედვით)

ავტომატური რეცხვის ფუნქცია — კი

სიმძლავრე — 2000–2200 W

ძაბვა — 220–240 V / 50–60 Hz

ზომები (სიმაღლე × სიგანე × სიღრმე) — 850 × 330 × 570 მმ

წონა — დაახლოებით 40 კგ

 

უპირატესობები:

 

შვეიცარიული ხარისხი, მაღალი წარმადობა, ორი დამოუკიდებელი ყავის საფქვავი და ოთხი პროდუქტის კონტეინერი — იძლევა ორი სხვადასხვა სახეობის მარცვლოვანი ყავისა და ორი ფხვნილი ინგრედიენტის გამოყენების შესაძლებლობას. მრავალფეროვანი სასმელები ერთ აპარატში — საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სასურველი ყავა თუ სხვა ცხელი სასმელი. კომპაქტური დიზაინი — აპარატის მხოლოდ 33 სმ სიგანე საშუალებას იძლევა მარტივად განთავსდეს შეზღუდულ სივრცეშიც. მარტივი მართვა და სასმელების ინდივიდუალური პარამეტრების რეგულირება — უზრუნველყოფს კომფორტულ მოხმარებას. ავტომატური რეცხვის სისტემა — ამარტივებს აპარატის ყოველდღიურ მომსახურებას და ხელს უწყობს სისტემის სისუფთავის შენარჩუნებას.