





Necta Kikko Max Espresso არის იტალიური ბრენდის პროფესიონალური ცხელი სასმელების ვენდინგ აპარატი, რომელიც მუშაობს ყავის მარცვლებსა და ხსნად პროდუქტებზე. აპარატი მომხმარებელს სთავაზობს 16-მდე სასმელის არჩევანს და განკუთვნილია მაღალი დატვირთვის მქონე ლოკაციებისთვის. აპარატი ავტომატურად გასცემს ჭიქას, ამზადებს სასმელს და შესაძლებელია მისი მუშაობა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გადახდის სისტემით.
ტექნიკური მახასიათებლები:
ტიპი: ცხელი სასმელების ვენდინგ აპარატი
ბრენდი: Necta
მოდელი: Kikko Max Espresso
ყავის ტიპი: ყავის მარცვალი + ხსნადი პროდუქტები
სასმელების არჩევანი: 16-მდე
პროდუქტის კონტეინერები: 6 (Espresso ვერსია)
ყავის მარცვლის კონტეინერი: 3.2 კგ
ჭიქების ტევადობა: 620-მდე (Ø70–71 მმ ჭიქის შემთხვევაში)
მოსარევი ჩხირების ტევადობა: 550 ც.
ზომები (სიგანე × სიმაღლე × სიღრმე): 540 × 1830 × 650 მმ
წონა: დაახლოებით 126 კგ
ელექტრომომარაგება: 230 V – 50 Hz
სიმძლავრე: 1800 W
გადახდის სისტემის ინტეგრირება: შესაძლებელია
უპირატესობები:
დიდი ტევადობა — 620-მდე ჭიქისა და 3.2 კგ ყავის მარცვლის მარაგი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაღალი დატვირთვის მქონე ლოკაციებისთვის.
სასმელების მრავალფეროვნება — კონფიგურაციის მიხედვით შესაძლებელია ესპრესოს, ამერიკანოს, კაპუჩინოს, ლატეს, ცხელი შოკოლადის, ჩაისა და სხვა ცხელი სასმელების შეთავაზება.
სრული ავტომატიზაცია — აპარატი ავტომატურად გასცემს ჭიქას, ამზადებს არჩეულ სასმელს და გასცემს მოსარევ ჩხირს.
ნაღდი და უნაღდო გადახდა:
იღებს და აბრუნებს ყველა ქართულ ხურდას.
ქაღალდის მიმღები (250$)
აპარატს აქვს უნაღდო გადახდის შესაძლებლობა
VEND PAY უკონტაქტო გადახდის აპლიკაცია (iOS, Android)
ელექტრონული აუდიტის სისტემითა და მრიცხველებით— აპარატის სისტემა იძლევა გაყიდვებისა და მუშაობის მონაცემების აღრიცხვის შესაძლებლობას.