ENZO BENCINI 13% წარმოადგენს ჩეხეთში წარმოებულ პრემიუმ კლასის შოკოლადის სასმელს, რომელიც შეიცავს 13%-ს ნატურალურ კაკაოს. პროდუქტი განკუთვნილია სპეციალურად ვენდინგ აპარატებისთვის – იშლება სწრაფად, არ ტოვებს ნალექს, არ იჭედება აპარატში და უზრუნველყოფს შეუფერხებელ, სტაბილურ მუშაობას.
მზა სასმელი გამოირჩევა მდიდარი, შავი შოკოლადის გემოთი და მკვრივი, სტაბილური ქაფით, რაც იდეალურია როგორც პროფესიონალური მომსახურებისთვის, ასევე პირადი მოხმარებისთვის – სახლშიც კი.
რეკომენდებული დოზირება:
20 გრამი პუდრა 150 მლ წყალზე.
განსაკუთრებული უპირატესობები:
უმაღლესი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტები
სტაბილური ხსნადობა ნალექის გარეშე
შესაფერისია ყველა ტიპის ვენდინგ აპარატისთვის
შოკოლადის მდიდარი არომატი და ტექსტურა
ENZO BENCINI – როცა გინდა, რომ ყოველი ფინჯანი იყოს სრულყოფილი.
მახასიათებლები
პროდუქტის ტიპი: ფხვნილი
შეფუთვა: რბილი ვაკუუმი
წონა: 1000 გ.
ყუთში: 10 შეკვრა (10 კგ)
შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 20°C ტემპერატურასა და 75% ფარდობით ტენიანობაზე. გახსნის შემდეგ რეკომენდებულია შეფუთვის შენახვა ჰერმეტულ კონტეინერში.
მწარმოებელი: AG Food's